უკან დაბრუნება
28.06.24


ჩვენს სკოლაში, წიგნის დღეებთან დაკავშირებით, მოსწავლეებს შორის გაჩნდა იდეა, ერთმანეთისთვის საყვარელი წიგნები გაეზიარებინათ და, ამ მხრივ, ხელი შეეწყოთ მოზარდებში კითხვის კულტურის განვითარებისთვის. რის საფუძველზეც მათ შექმნეს პროექტი “აიღე და გააზიარე”, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა მოიტანეს მათი საყვარელი წიგნები, სანაცვლოდ კი აიღეს მათთვის უცხო და შთამბეჭდავი. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოსწავლემ თავის წაკითხულ წიგნს თან დაურთო მინაწერი მომავალი მკითხველისათვის. ამდენად, არა მხოლოდ სათაური, არამედ უკვე წაკითხულისგან მოგვრილი ემოცია იწვევს მომდევნო მკითხველს ახალ თავგადასავალში ჩასაბმელად…
პროექტმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა…
ყოველდღიურად ივსება და ცარიელდება წიგნების სკივრი…
იმედი გვაქვს, მოსწავლეები არ დაიშურებენ თანატოლების მიერ გაზიარებულ წიგნებზე თავიანთი შთაბეჭდილებების გასიტყვებასაც და ხელიდან ხელში გადაცემული თითოეული წიგნის ერთ დიდ ისტორიას შექმნიან. და ესეც ჩვენი მრავალფეროვანი სასკოლო ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდება.

