უკან დაბრუნება
16.05.23
დედაენის კვირეულის ფარგლებში VIIა და VIIბ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები შემდეგ თემებზე:

რატომ აღვნიშნავთ 14 აპრილს მშობლიური ენის დღეს?
ქართული დამწერლობის წარმოშობის თეორიები;
ქართული ანბანის განვითარების საფეხურები.
ასევე, შეხვდნენ იაპონელ ქართველოლოგს -რიოსეი სუგინაკას, რომელმაც მოსწავლეებს გააცნო, თუ როგორ დაინტერესდა ჩვენი ენით, რა სირთულეებს წააწყდა მისი შესწავლის პროცესში, რა მსგავსება-განსხვავებაა ქართულსა და იაპონურ ენებს შორის. შეხვედრის ბოლოს რიოსეიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართული ენის უნიკალურობას, მრავალფეროვნებასა და განსაკუთრებულობას.