არასათავრობო ორგანიზაციის შექმნა სიმულაციით
უკან დაბრუნება
31.01.23

VIII კლასის მოსწავლეებს მოქალაქეობის კომპლექსური დავალების ფარგლებში დაევალათ არასათავრობო ორგანიზაციის შექმნა სიმულაციით, იმ პრობლემების საფუძველზე, რომელიც იქმნება ჩვენს თემში. დავალების შესრულების პროცესი და ეტაპები საინტერესო რომ ყოფილიყო, სკოლაში მოვიწვიეთ ჩვენი მოსწავლის მშობელი, არასამთავრობო ორგანიზაციის-„ინოვაციები ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ - დამფუძნებელი ქ-ნ მარიკა ზაქარეიშვილი. მან საინტერესოდ ისაუბრა და მოსწავლეებს გააცნო აქტიური მოქალაქეების როლი არასამთავრობო ორგანიზაციის ჩამოყალიბების პროცესში; მსგავსი ორგანიზაციების მნიშვნელობა XXI საუკუნეში. ისაუბრა იმ საჭიროებებსა და სათემო პრობლემებზე, რომლებიც დაედო საფუძვლად მათი ორგანიზაციის შექმნას. შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიურ რეჟიმში. მოსწავლეები დიდი იტერესით ჩაერთნენ დისკუსიაში.

მადლობა ქ-ნ მარიკას საინეტრესო შეხვედრისთვის.

არასათავრობო ორგანიზაციის შექმნა სიმულაციით
არასათავრობო ორგანიზაციის შექმნა სიმულაციით
არასათავრობო ორგანიზაციის შექმნა სიმულაციით