9 აპრილი მნიშვნელოვანი, გარდამტეხი თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. დღე მწუხარებისა და ამავე დროს დღე ბედნიერების, დღე დიდი გამარჯვების. 1989 წლის 9 აპრილი სისხლიანი ასოებით ჩაიწერა საქართველოს მატიანეში…დღე, როდესაც მშვიდობიან მომიტინგეებს რუსი ჯარისკაცები სასტიკად გაუსწორდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ მათ საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობა სურდათ. ამ დღის შემდეგ საზოგადოება მეტად დაირაზმა, გაერთიანდა ერთი იდეის გარშემო. ქვეყნის დამოუკიდებლობას 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმზე მხარი დაუჭირა ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ და 1989 წლის სისხლიანი მოვლენების ზუსტად ორი წლის თავზე 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესი საბჭოს თავმდჯომარემ და მოგვიანებით საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ წაიკითხა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩვენს სკოლაში ჩატარდა ღონისძიება - მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები, ჩანახატები, მოეწყო დოკუმენტური ფილმის ჩვენება, შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებმა საკუთარი განცდები, ემოციები, დამოკიდებულებები ერთმანეთს გაუზიარეს