დედამიწის დღე
უკან დაბრუნება
16.05.23
22 აპრილს ყოველწლიური ღონისძიება - დედამიწის დღე - აღინიშნება.ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.
გარემოს დაცვა გულისხმობს ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის და ბუნების სასიცოცხლო საფუძვლების მთლიანობაში შენარჩუნებას და გარემოს არსებული დაზიანებების აღმოფხვრას, ადამიანის მიერ გამოწვეული ზიანის შეზღუდვას, გარემოს დაცვის აუცილებლობის ცოდნას და მისი კავშირის განსაზღვრას საზოგადოების მდგრად განვითარებასთან.
მდგრად განვითარებაში იგულისხმება საზოგადოების ისეთი განვითარება, რომლის დროსაც გარემოზე ზემოქმედება რჩება ბიოსფეროს წონასწორობის ფარგლებში და არ ირღვევა ადამიანის სიცოცხლის , კვლავწარმოების ბუნებრივი საფუძველი.
გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლება მოსწავლემ სკოლიდან უნდა შეძლოს, ეს სწორედ თანამედროვე სწავლა-სწავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია .
ამ მიზნით ჩვენი სკოლის VIIა და VIIბ კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ პროექტში ,, ნარჩენების მართვა და მდგრადი გარემო ,,
პლასტმასის ბუნებაში მოხვედრის ხანგრძლივობის გაზრდისა და გარემოს დაბინძურების რისკის თავიდან აცილების მიზნით, მათ პოლიეთილენის ბოთლებისგან და საცობებისგან დაამზადეს საყვავილე ქოთნები და მათში ჩარგეს ყვავილები .
დედამიწის დღე
დედამიწის დღე
დედამიწის დღე