სკოლაში გაიმართა ჩვენი ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტის „ცოდნის კომპასის“ სუპერფინალი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო რობერ შუმანის სხვადასხვა პროგრამის 9 გუნდმა. თამაში საკმაოდ დაძაბული გამოდგა, გამარჯვებულის გამოსავლენად საჭირო გახდა დამატებითი რაუნდების ჩატარება, საბოლოო ჯამში პირველი ადგილი დაიკავა ბროსეს გუნდმა „მატრიცამ“, მეორეზე გავიდა მოძღვარის გუნდი „4 მუშკეტერი“, მესამეზე - ეგზიუპერის გუნდი „პლანეტარიუმი“. მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს პროექტში ჩართულობისთვის და გულშემატკივრებს გუნდების გამხნევებისთვის, „ცოდნის კომპასი“ აუცილებლად დაბრუნდება.