ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება, განახლება და დაცვა ყველა პროგრესული ადამიანის მოქალაქეობრივი ვალია. გარემოს დაცის აუცილებლობის გააზრება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება უმნიშვნელოვანესია თანამედროვე სამყაროს გადარჩენისთვის . ახალი ხე ახალი სიცოცხლეა და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი თაობებისთვის. სწორედ ამ მიზნით მოეწყო გამწვანების აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ჩვენი სკოლის X და XI კლასელებმა. ამით მოსწავლეები გახდნენ თანაზიარი იმისა, თუ რა დიდი წვლილის შეტანა შეუძლია ადამიანსა და საზოგადოებას გარემოს გაჯანსაღებაში, მისი მდგრადობის შენარჩუნებაში. თანამედროვე სამყაროში მდგრადი განვითარების პროცესში საკუთარი როლის დანახვასა და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმაში.