ძვირფასო მოსწავლეებო და მშობლებო!
Back
17.03.20

ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა. ამიტომ სკოლამ შეიმუშავა ინდივიდუალური სასწავლო გეგმა. მოსწავლეებს სულ უცდებათ 16 სასწავლო დღე, რომელიც დაწყებითი საფახურისთვის ანაზღაურდება 11 შაბათის, 9 აპრილის, 12 მაისის, 26 მაისისა და 15-16 ივნისის ხარჯზე.

დაწყებითი საფეხურის (I-VI) კლასის ჩათვლით მოსწავლეებს ელექტრო ჟურნაში მიეწოდებათ დავალებები, რომელიც მოიცავს უკვე შესწავლილი მასალის გამეორებას. დავალებები იქნება ზომიერი და სახალისო. ის საშუალებას მისცემს ბავშვებს სასწავლო პროცესის განახლებისას ადვილად გააგრძელონ ახალი მასალის შესწავლა.

რაც შეეხება საბაზო და საშუალო საფეხურს (VII-XI კლასები), 17 მარტიდან მოსწავლეებს ცხრილის შესაბამისად დაეწყებათ ონლაინ გაკვეთილები.
მასში ჩართვა სავალდებულოა, რადგან ის ითვალისწინებს სასწავლო პროგრამის გაგრძელებას და არა განვლილი მასალის გამეორებას. აქედან გამომდინარე, მათ არ მოუწევთ გაცდენილი დღეების ანაზღაურება შაბათის ხარჯზე.
XII კლასის მოსწავლეებს ჩვეულ რეჟიმში გაუგრძელდებათ აბიტურ კურსი.

პატივისცემით სკოლის ადმინისტრაცია.