პირველკლასელთა საზეიმო მიღება
უკან დაბრუნება
19.10.23
ჩვენო პირველკლასელებო,
დღეს თქვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი დაიწყო. პირველად შეაღეთ სკოლის კარები და ფეხი შედგით ამ თავბრუდამხვევ თავგადასავალში დღეს თქვენი თვალები გაოცებისგან, აღტაცებისა და აღელვებისგან კრთოდნენ - ეს ახლის დაწყების სიხარულია. 
გილოცავთ და გისურვებთ, არასდროს გაგნელებოდეთ ახლის შეცნობისა და შემეცნების სურვილი; თქვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოგემჟღავნებინოთ და მუდამ წარმატებით გევლოთ ამ თორმეტწლიან მოგზაურობაში!
ჩვენ კი გპირდებით, რომ ყოველი დღე თქვენთვის სიახლის, პოზიტივის, აღმოჩენებისა და სიყვარულის მომტანი იქნება.
აქ ყოველთვის დაგხვდებათ ის გარემო, რომელიც თქვენს განვითარებასა და რეალიზებაზე იზრუნებს!
გვიყვარხართ!
პირველკლასელთა საზეიმო მიღება
პირველკლასელთა საზეიმო მიღება
პირველკლასელთა საზეიმო მიღება
პირველკლასელთა საზეიმო მიღება
პირველკლასელთა საზეიმო მიღება