უკან დაბრუნება
08.09.22
დღეს სიხარულითა და ემოციებით აღსავსე დღეა სკოლის ცხოვრებაში. კიდევ ერთი განსაკუთრებული ზარი დაირეკა, კიდევ ერთ თაობას ვაცილებთ დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე…
გვახსოვს თქვენი პირველი ნაბიჯები სკოლისაკენ. დღეს ბოლო წუთებს ითვლით მის კედლებში…
იმედი გვაქვს, აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება საგზლად გაგყვებათ და გიწინამძღვრებთ თქვენს წარმატებებით სავსე ცხოვრებაში.
გვეიმედება, რომ ღირსეული მოქალაქეები იქნებით, შეძლებთ თქვენი სურვილებისა და ოცნებების განხორცილებას; უკვე სიყვარულით, მონატრებით მოიხედავთ მშობლიური სკოლისაკენ, სადაც თქვენი ბავშვობის, საუკეთესო მოგონებები შეინახება.
გახსოვდეთ, თითოეული თქვენგანი ძვირფასია ჩვენთვის და თქვენი კეთილდღეობა ჩვენი სიამაყის, ბედნიერების განმსაზღვრელია.
გვიყვარხართ, გილოცავთ და მუდამ გვემახსოვრებით!
სიყვარულით,…..