სტუმრად, გერმანიის ქ.ვუპერტალის გიმნაზიის მოსწავლეები
უკან დაბრუნება
12.04.19

დღეს საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში საპასუხო ვიზიტით საქართველოში ჩამოვიდნენ ჩვენი პარტნიორი გიმნაზიის, „Gymnasium Bayreuther Straße“, მოსწავლეები გერმანიიდან ქ. ვუპერტალიდან. ქუთაისის აეროპორტში ერთმანეთს შეხვდნენ ქართველი და გერმანელი მოსწავლეები. გულითადი მოკითხვის შემდეგ, მგზავრობით გამოწვეული დაღლილობის მიუხედავად, ახალგაზრდები სიამოვნებით გაემართნენ იმერეთის დასათვალიერებლად. მათ მოინახულეს ბაგრატის, გელათის, მოწამეთას დიდებული ტაძრები და საღამოს შთაბეჭდილებებით დატვირთულები თბილისში დაბრუნდნენ. ხვალ კი სტუმრები ჩვენს სკოლას ეწვევიან, ისინი ორი კვირის განმავლობაში ქართველი მოსწავლებიის ცხოვრებით იცხოვრებენ და გაეცნობიან ჩვენს სასწავლო პროგრამებს. დღის მეორე ნახევარში კი დაკავებულნი იქნებიან შემეცნებითი და კულტურული აქტივობებით.