კანტის აკადემიის ინიციატივით, პირველად საქართველოში, გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, სადაც ჩვენი მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას.
ოფიციალური გახსნის ღონისძიება სასტუმრო ბილტმორში გაიმართა, რომელსაც გაეროს მოდელირების საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენელი უძღვებოდა. Althea Turley სპეციალურად კანტისაკადემიის მოწვევით ბოსტონიდან ერთკვირიანი ვიზიტით თბილისში იმყოფება.
გახსნის ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომელთაც სიტყვით კონფერენციის მონაწილეებს მიმართეს.
გაეროს საერთაშორისო მოდელირების დელეგატებს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უმასპინძლა.
კონფერენცია მასპინძლობდა 200-მდე დელეგატს 15-მდექვეყნიდან.