საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ჩვენი მოსწავლეები კვლავ გაემგზავრნენ ქ. ვუპერტალში, სადაც პარტნიორ გიმნაზიაში „Gymnasium Bayreuther Straße“ ორი კვირის განმავლობაში ესწრებოდნენ გაკვეთილებს. ისინი ეცნობოდნენ სასწავლო პროცესში არსებულ სიახლეებს, თანატოლების ცხოვრებას როგორც სკოლაში, ისე მის გარეთ. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ჩვენი მოსწავლეებისათვის რუსული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი, რომელსაც დაესწრნენ ქ. დიუსელდორფში. შემეცნებითი ღონისძიებებით იყო დატვირთული თავისუფალი დროც. იმოგზაურეს ქალაქებში: დორტმუნდი, კელნი, დიუსელდორფი. გაეცნენ ამ ქალაქების ღირშესანიშნაობებს. ასევე, თანატოლებისათვის მოაწყვეს ქართული სამზარეულოს დღე და გერმანელ ახალგაზრდებს დააგემოვნებინეს ჩევნი კერძები, რომლებიც თავადვე მოამზადეს. ორი კვირის შემდეგ ჩვენი მოსწავლეები ცოდნით, გამოცდილებითა და შთაბეჭდილებებით დატვირთულები დაუბრუნდნენ მშბლიურ სკოლას.