უკან დაბრუნება
16.05.23
სკოლაში გაიმართა ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტის „ცოდნის კომპასის“ გაზაფხულის სუპერფინალი,მასში მონაწილეობა მიიღო რობერ შუმანის ევროპული სასწავლებლის სხვადასხვა პროგრამის 9 გუნდმა. დაძაბულ, საინტერესო თამაშში, სამივე ადგილი დაიკავა მოძღვარის გუნდებმა.
პირველი ადგილი დაიკავა:
„მარკუსის ანგელოზები“: კესო ებრალიძე, ნინია წიკლაური, ელენე გუნცაძე, მარკუს ანდერსონი.
მეორე ადგილი:
„4 მუშკეტერი“: ნატა ქოიავა, გიორგი გავაშელი, ანდრია მჭედლიძე, ოთო ხარაშვილი.
მესამე ადგილი:
„თავისუფალი ვარდნა“: მარია მირაშვილი, ანასტასია გამყრელიძე, ქეთი ბჟალავა, ანი ჯანაძე.
დიდი მადლობა თითოეულ მონაწილეს პროექტში ჩართულობისთვის და გულშემატკივრებს გამხნევებისთვის.
„ცოდნის კომპასი“ აუცილებლად დაბრუნდება.