გერმანელების ვიზიტი საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში
უკან დაბრუნება
12.04.19

ჩვენს სკოლას სამუშაო პროექტის ფარგლებში ეწვია თბილისისა და გერმანიის როტარი კლუბის 25 კაციანი დელეგაცია. საპატიო სტუმრებს გავაცანით ჩვენი სკოლის საქმიანობა. შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა. ვიზიტი მიმდინარეობდა საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, რომელიც ემსახურება გაცვლით პროგრამას. კლუბის წევრებს შორის იყო ქ. ვუპერტალის Gymnasium Bayreuther Straße-ს რექტორი ბატონი დეტლეფ აპენზელერი. ამ ვიზიტით საფუძველი ჩაეყარა ორ სასწავლებელს შორის პარტნიორობას. სწორედ ამ პროგრამით ჩვენი სკოლის სამი მოსწავლე უკვე იმყოფებოდა ქ. ვუპერტალის გიმნაზიაში, სადაც ისინი გაეცნენ სასწავლებლის საგანმანათლებლო სისტემასა და თანატოლების სასკოლოცხოვრებას. გაზაფხულზე საპასუხო ვიზიტის ფარგლებში ველოდებით ამავე გიმნაზიის მოსწავლეებს.