საშობაო საქველმოქმედო აქცია მრგვალ ბაღში
Back
31.01.23

ჩვენმა სკოლამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მის ერთ-ერთ პრიორიტეტს და მრგვალ ბაღში გამართა საშობაო საქველმოქმედო აქცია. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი აქციები სკოლისთვის ტრადიციაა, წლევანდელი მაინც განსხვავებული და მეტად მასშტაბური აღმოჩნდა, რადგან პროექტში სკოლას შემოუერთდა ჩვენი პარტნიორი გერმანული სკოლა ქალაქ ვუპერტალიდან. მათ იქ, ჩვენ - აქ, მაგრამ საერთო მისწრაფებით მოვაწყვეთ აქციები და შემოსული თანხით გადავწყვიტეთ, დავხმარებოდით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქართველ პირებს. აქციის ფარგლებში გერმანულმა სკოლამ მოაწყო ქართული პროდუქციის გამოფენა- გაყიდვა, კერძოდ, მათ წარმოადგინეს ქართული სუნელები თემით: “ქართული სუნელების კულტურული კომპეტენციისთვის” და შეაგროვეს 400€. ხოლო ჩვენი სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობით გაგვილამაზეს დღევანდელი დღე. ამასთანავე მოაწყვეს თავიანთი ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა-გაყიდვა. ხოლო უფროსკლასელებმა დამსწრე საზოგადოებას შესთავაზეს მათ მიერ დამზადებული ტკბილეულობა, სწრაფი კვების პროდუქტები და სასმელები…— ეს ყველაფერი იმისათვის, რომ თავიანთი წვლილი შეეტანათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ზრუნვაში. უპირველესად, გვინდა, დიდი მადლობა გადავუხადოთ ჩვენს მოსწავლეებს იმისათვის, რომ აქვთ ერთობისა და თანაგრძნობის განცდა; რომ არ დაიშურეს თავიანთი დრო და ენერგია და ასეთ დიდ საქმეს ემსახურნენ; იმისათვის, რომ გრძნობენ ადამიანად ყოფნის პასუხისმგებლობას. მადლობას ვუხდით მასწავლებლებს, რომლებიც ყველა საქმეში მოსწავლეების გვერდით არიან, აძლიერებენ და მოტივაციას აძლევენ მათ. მადლობა მშობლებსა და თითოეულ სტუმარს. ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ თქვენს თანაგომას. თქვენი მხარდაჭერით მოსწავლეებმა მიაღწიეს დასახულ მიზანს! დღევანდელი დღე შედგა! ერთობლივი ძალისხმევით შეგროვდა 3460 ლარი და 400 €. ამ თანხით ჩვენ შევძლებთ, ყველა საჭირო ნივთი თუ პროდუქტი შევიძინოთ ჩვენი ბენეფიციარებისთვის და შევუქმნათ მათ უკეთესი, სიყვარულით, სითბოთი და მზრუნველობით სავსე გარემო. იმედი გვაქვს, მსგავსი აქტივობებით კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ერთმანეთზე ზრუნვასა და ფიქრს. სიკეთე გადამდებია!