ქართულიEnglishРусский
Slide
რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებელი
Slide
რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებელი
Slide
რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებელი
Slide
რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებელი
Slide
რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებელი
მთავარი გვერდი
შეფასების სისტემა გვერდის თარგმნა:   English, Русский
  1. 1.          სასკოლო შეფასების მიზანი 

   

შეფასების მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის მართვა, რაც გულისხმობს, ერთი მხრივ, სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას, მეორე მხრივ, სწავლის ხარისხის გაკონტროლებას. ხარისხის გაუმჯობესება უკავშირდება სწავლის პროცესს, ხარისხის გაკონტროლება კი - სწავლის შედეგს.

შეფასების პრინციპები და მიდგომები

აკადემიური მოსწრების შეფასება უნდა იყოს ხშირი და მრავალმხრივი, რათა მან, ერთი მხრივ, ხელი შეუწყოს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, როგორც ამას მოითხოვს ეროვნული სასწავლო გეგმა და, მეორე მხრივ, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და განვითარების თანაბარი პირობები შეუქმნას განსხვავებული პოტენციალის მქონე ყველა მოსწავლეს. მრავალმხრივი განვითარების უზრუნველყოფა მოითხოვს მოსწავლის შეფასებას მრავალგვარი კრიტერიუმის გამოყენებით და მრავალფეროვანი აქტივობების (მაგ., ესე, პროექტი, ზეპირი გამოსვლა, ექსპერიმენტი, ცდის ჩატარება, წარმოდგენა, წერითი, ფერწერული ან სხვა ტიპის ნამუშევარი, არგუმენტირებული მსჯელობა და სხვ.) საშუალებით, რაც მოსწავლეებს მისცემს არამხოლოდ ცოდნის, არამედ უნარ-ჩვევების ფართო სპექტრისა და აზროვნების განსხვავებული ფორმების დემონსტრირების საშუალებას.

 

სკოლაში გამოიყენება ორი ტიპის შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი.

 

  1. 2.    განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება 

შეფასების მიზნიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეთა შემოწმება დაუკავშირდეს არამხოლოდ სწავლების შედეგს, არამედ სწავლის პროცესსაც. ამის უზრუნველსაყოფად სკოლაში გამოიყენება ორი ტიპის შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი.

 

განმსაზღვრელი შეფასება ადგენს მოსწავლის მიღწევის დონეს საერთო ნორმასთან მიმართებით და იძლევა იმის განსაზღვრის საშუალებას, თუ რამდენად დაეუფლა იგი საგნობრივი პროგრამებით განსაზღვრულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, რამდენად დაშორდა ან მიუახლოვდა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებს. განმსაზღვრელი შეფასება აკონტროლებს სწავლის ხარისხს, იგი განსაზღვრავს თითოეული მოსწავლის ცოდნის დონეს.

 

განმავითარებელი შეფასების მიზანია სწავლის ხარისხის გაუმჯობესების უზრუნველყოფა, თითოეული მოსწავლის განვითარებისათვის სწავლების პროცესში მაქსიმალურად ხელშეწყობა. ეს ზოგადი განათლების ყველაზე მნიშვნელოვანი პედაგოგიური ამოცანაა

 

განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებების აღწერილობა

 

 

განმავითარებელი

განმსაზღვრელი

მიზანი

სწავლის ხარისხის გაუმჯობესება;

მოსწავლის განვითარების ხელშეწყობა

სწავლის ხარისხის გაკონტროლება;

მოსწავლის მიღწევის დონის დადგენა ეროვნული სასწავლო გეგმით  განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში;

აკადემიური მოსწრების დონის განსაზღვრა

შეფასების საგანი

სწავლის პროცესი

 

სწავლის შედეგი

შეფასების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება

წინსვლის ხელშესაწყობად განსხვავებული აქტივობის შერჩევა, სწავლების სტრატეგიის შეცვლა, რჩევა-დარიგების მიცემა და  სხვ.

მომდევნო ეტაპზე (კლასში/საფეხურზე) დაშვება/არდაშვება

 

წარმარტების კრიტერიუმების განსაზღვრა

კონკრეტული მოსწავლის წინსვლის საფუძველზე  (საკუთარ მიღწევებთან  მიმართებით - რა დონეს ფლობდა, რა დონეს ფლობს)

იმის საფუძველზე, თუ რამდენად მიაღწია სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს (ყველასათვის საერთო, სტანდარტით დადგენილ    ნორმასთან მიმართებაში)

შეფასების საშუალებები

თვით/ურთიერთშეფასების რუბრიკა;

კითხვარი;

სიტყვიერი (ზეპირი/წერილობითი) კომენტარი;

უნარის განვითარების დონის აღწერა.

ქულა

 

  1. 3.    მოსწავლეთა შეფასების (ნიშნების წერისსისტემა 

1.  შპს "რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებელში, ისევე როგორც საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, გამოიყენება ორი ტიპის შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი

2. I-IV კლასებში მოსწავლე არ ფასდება ქულებით. ამ კლასებში სემესტრის ბოლოსა და წლის ბოლოს კლასის დამრიგებელმა, საკუთარი და სხვა მასწავლებლებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, უნდა დაწეროს მოკლე, შემაჯამებელი წერილობითი შეფასება, რომელშიც დაახასიათებს მოსწავლეს, აღნიშნავს მის წარმატებებს და მიუთითებს, რაში სჭირდება მოსწავლეს გავარჯიშება საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოსავლენად.

3. V-XII კლასებში  მოსწავლე ფასდება ხუთდონიანი და ათქულიანი სისტემით. 10 საუკეთესო ნიშანია, 1 კი – ყველაზე დაბალი. ათქულიანი სისტემა, ერთი მხრივ, უფრო ზუსტი შეფასების საშუალებას იძლევა, მეორე მხრივ, მეტ საშუალებას აძლევს მასწავლებელს, აჩვენოს მოსწავლეს საკუთარი პროგრესი თუ რეგრესი.

4. მოსწავლე ფასდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ როგორც სავალდებულო, ასევე არჩევით საგნებში.

5. V-XII კლასებში საგანში ”სპორტი” მოსწავლე ფასდება ჩათვლის სისტემით: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა.

6. საგანში ,,საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება” მოსწავლე ფასდება ჩათვლის სისტემით: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა.

7. მოსწავლე ”აბიტურის საათის” ფარგლებში  შესაძლებელია შეფასდეს   განმავითარებელი შეფასებით.

 

ნიშნებისა და სწავლების დონეების შეფასება სასწავლო წლის ბოლოსთვის.

 

 ქულები

შეფასების დონეები

 

10 - 9

 მაღალი

 

8 - 7

 საშუალოზე მაღალი

 

6 - 5

საშუალო

 

4 - 3

საშუალოზე დაბალი

 

2 - 1

დაბალი

 

  1. 4.    ოფიციალური სტატუსის მქონე ნიშნები

ოფიციალური სტატუსი აქვს შემდეგ ნიშნებს:

  • საგნის მიმდინარე და შემაჯამებელი ნიშნები – საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი კომპონენტის  ნიშნები, რომლებსაც მოსწავლე იღებს სემესტრის განმავლობაში;
  • საგნის სემესტრული ნიშანი – საგანში მიღებული შეფასება თითოეულ სემესტრში (სემესტრული გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში გამოითვლება მისი გათვალისწინებით; გამოთვლის წესი იხ.ქვემოთ) ;  
  • საგნის წლიური ნიშანი – სემესტრული ნიშნებიდან გამომდინარე შეფასება საგანში. წლიურ ნიშანში  აისახება წლიური გამოცდის ნიშანიც რომელიც გათვალისწინებულია საბაზო და საშუალო საფეხურზე. თუ ასეთი გამოცდა გათვალისწინებულია აღნიშნულ სასკოლო სასწავლო გეგმით და სკოლის მიერ განსაზღვრულია, რომ მას გავლენა ექნება საგნის წლიურ ნიშანზე  (იხ. ქვემოთ, გამოცდის ტიპები);
  • საფეხურის საერთო ნიშანი – ზოგადი განათლების რომელიმე საფეხურის (საბაზო, საშუალო) საერთო შეფასება.

საგნის სემესტრული ნიშნის შემადგენელი ნაწილები (კომპონენტები)

სემესტრის მანძილზე მოსწავლეები  ფასდებიან სამი კომპონენტის მიხედვით:

  1. საშინაო დავალება
  2. საკლასო  დავალება
  3. შემაჯამებელი დავალება

სამივე კომპონენტს ერთნაირი წონა აქვს.

  1. 5.    საშინაო და საკლასო დავალებათა კომპონენტები

საკლასო და საშინაო დავალებების კომპონენტებში გამოიყენება როგორც განმსაზღვრელი, ისე განმავითარებელი შეფასება.

საშინაო და საკლასო დავალებათა კომპონენტები

საშინაო დავალების კომპონენტით ფასდება ნებისმიერი ტიპის დავალება (წერითი, ზეპირი, ექსპერიმენტი, ნამუშევარი (მაგ. ნახატი, ესე და სხვ.), რასაც მოსწავლე სახლში ამზადებს.

საშინაო და საკლასო დავალებებში განმავითარებელი შეფასების გამოყენება განსაკუთრებით მაშინაა სასურველი, როცა  მოსწავლე ახალი ცოდნის/უნარების შეძენის   საწყის ეტაპზეა. ამ დროს შეცდომების დაშვება, მათი აღმოჩენა-გაანალიზება სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია. საგნობრივი ჯგუფების სპეციფიკიდან გამომდინარე საშინაო და საკლასო  დავალებათა ტიპები შეიძლება იყოს: ინფორმაციის მოძიება, პრეზენტაცია, ექსპერიმენტის შეფასების სქემა, დისკუსია და სხვა.

 

Like us on facebook
განათლების სამინისტრო
გამოცდების ეროვნული ცენტრო
შუმანის სასწავლებელი
Copyright © 2010 Modzgvari.edu.ge,
All Rights Reserved,
Developed by DesignEx.ge
Our Address: 0179, №6 Arakishvili St
Phone: (+995 32) 290371; Fax: (+995 32) 290371;
E-mail: modzgvari2005@mail.ru